ჩვენ მოვიხმართ ტყის ნარჩენებს, როგორც ტყეკაფიდან, ასევე, სანიტარული ჭრიდან მორჩენილს. ვთანამშრომლობთ ლიცენზიანტებთან, რომელთაც სამხერხაოები ან მერქნის გადამამუშავებელი საამქროები აქვთ. მათ რჩებათ უსაზღვრო რაოდენობის ნარჩენი. ეს ნარჩენი თავისთავად არის მდინარის დაბინძურების წყარო. რადგან უმეტეს ნაწილს მალულად მდინარეში ყრიან. ჩვენთვის ხელსაყრელია ასევე, სამეურნეო მცენარეული ნარჩენები (იგულისხმება ერთწლიანი კულტური მცენარეები). ქარხანაში სპეციალურ საშრობ დანადგარში ხდება აღნიშნული ბიომასის გამოშრობა, დამუშავება და დაპრესვა. რის შემდეგაც მიიღება კომპაქტურად შეკრული, მსუბუქი მასა – ბრიკეტის სახით. ის ადვილად შესანახია, ტრანსპორტირების თვალსაზრისით იდეალურია. ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი 0,03 აქვს.
800 გრ ანუ ერთი ბრიკეტი იწვის დაახლოებით 1 საათი 40 წუთი. 1 ტონა ბრიკეტი 5 კუბამეტრი შეშის ექვივალენტია. მისი ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შეშის. შესაბამისად, ბრიკეტი გარდა ეკოლოგიური და ენერგოუსაფრთხო გარემოებისა, ეკონომიკური თვალსაზრისითაც ბევრად ეფექტურია.
მსოფლიოში ბრიკეტის წარმოება გასული საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი აქტიური მომხმარებელია აშშ, ევროპა და პოსტსაბჭოური ქვეყნებიც. უფრო მეტიც, ევროპაში იმპორტი ძირითადად რუსეთიდან და უკრაინიდან ხორციელდება. ევროკავშირს ვალდებულება აქვს აღებული, 2030 წლამდე ამ განახლებადი ენერგიის მაქსიმალურად დანერგვის.