01. ჩვენს შესახებ

კომპანია «კერა»

გათბობის,  ალტერნატიული, ბიოსაწვავის  მწარმოებელია საქართველოში.  ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.


კომპანიის საწარმოები განლაგებულია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში რაც აძლევს მომხმარებელს საშუალებას კომფორტულად და მოკლე დროში შეიძინოს ეკოლოგიურად სუფთა ქართული ბრიკეტი.

აგრეთვე კომპანია “კერა” საზოგადოებას სთავაზობს ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟს პიროლიზური ქვაბებით. სწორედ ამიტომ, კომპანია თანამშრომლობს მომწოდებლებთან, რომელთა პროდუქცია სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და ამავდროულად, ადაპტირებულია საქართველოში ექსპლუატაციისათვის.

ჩვენი მისია

პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ენერგოეფექტური და საიმედო საინჟინრო ასორტიმენტი. კვალიფიციური ცოდნის, პროფესიული გამოცდილების, კეთილსინდისიერი სერვისის მეშვეობით ვიზრუნოთ, რომ ჩვენთან შეძენილი პროდუქცია მომხმარებელს მრავალი წლის განმავლობაში უქმნიდეს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოს!

– 100 მდე დასაქმებული კვალიფიციური კადრი

– 4 საწარმო

მუშაობის ტექნოლოგია

ქართული კომპანია ,,კერა,, გათბობის მიზნით ძვირადღირებული, გარემოსა და ჯანმრთელობის საფრთხის შემცველი ენერგო რესურსების გამოყენების ნაცვლად გთავაზობთ მყარი ბიომასის ბრიკეტებს/პელეტებს და მათი გამოყენების სრულ სერვისს. ჩვენ გთავაზობთნებისმიერი სირთულის შენობების, ბინების, სახლების,გათბობის მიზნით


 ჩვენს მიერ წარმოებული მაღალტექნოლოგიური  ბიოსაწვავის – ბრიკეტისა და პელენტის გამოყენებას. შეშის, ელექტროენერგიისა და გაზის ენერგო გრანულები ნაკლებად თვითაალებადია, რამდენადაც არ შეიცავს მტვერსა და სპორებს, რომლებიც ადამიანებში იწვევს ალერგიულ რეაქციას.

•თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი პიროლიზური ღუმელების გამოყენებით შენობების დათბუნებით, შესაძლებელია მოხმარებულის საშეშე მერქნის, ელექტროენერგიისა და გაზის ხარჯის 3-4-ჯერ შემცირება;

•მდგრადი ენერგოპროექტების განვითარების, ნარჩენების ბიომასის მთელი რიგი უპირატესობების გათვალისწინებით, ჩვენ ვაპირებთ  გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დაცვისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში     მაღალტექნოლოგიური მყარი ბიოსაწვავის ბრიკეტის წაერმოების საწარმოო სიმძლავრეების, თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზების,  საჭირო ინფრასტრუქტურის ამოქმედებას;

•საქართველოში მერქნის ნარჩენების მასის (ნახერხი, ნამჯა, ნაჭუჭი, ქერქი, ჩალა, ფიჩხი და სხვა) ამოუწურავი რესურსია და მისი გამოყენება  მნიშვნელოვნად ამცირებს სათბური გაზების ემისიას;

•ჩვენი კომპანიის პროგრამები ითვალისწინებენ შეთანხმებული მხარდამჭერი ღონისძიებებისპირობებში  პირველ რიგში უზრუნველყონ მუნიციპალური შენობების, საბიუჯეტო დაწესებულებების (სკოლები, ბაგა-ბაღები, ჯანდაცვის და ადმინისტრაციული ობიექტები და სხვა) ბიოსაწვავის ბრიკეტებით უზრუნველყოფას,  ბრიკეტებზე მომუშავე  გათბობის სისტემების მონტაჟს, ხანგრძლივი ექსპლოტაციის პიროლიზური როტაციული ღუმელებით უზრუნველყოფას და ხანგრძლივ ტექნიკურ მომსახურებას;

•ჩატარებული საერთაშორისო კვლევებით, საქართველოს  სატყეო სექტორში, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 42%-ს შეადგენს, ხე-ტყის მექნის  გადამამუშვებელი   გადამუშავების შედეგად მიღებული ნახერხის, ხის ბურბუშელის და სხვა ნარჩენით დამზადებული ბიომასისი საწვავის გამოყენებით გაზისა და ელექტროენერგიის ხარჯები 3-4 -ჯერ შემცირდება;

•ბიომასა, როგორც ენერგიის განახლებადი წყარო, სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს განვითარებულ ქვეყნებში. თანამედროვე ბიოსაწვავის გამოყენება გათბობისა და ტრანსპორტის სექტორში იზრდება და ამ ტენდენციის შემდგომი გაღრმავება ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს;

•გაეროსა და ეუთოს ინიციატივითა და  გლობალური გარემოსდაცვითი ფონდების მხარდაჭერით, ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა და სატყეო სექტორის ნედლი მასალის მოხმარება ევროპის სამეზობლო პოლიტიკაა. ეკონომიურადდაეკოლოგიურადგამართლებული საწვავის–ბიომასის გამოყენება სულ უფრო პოპულარული ხდება და   ბიომასის ენერგეტიკული მიზნებით გამოყენება მკვეთრად იზრდება. სადღეისოდ მსოფლიო ენერგიის მოხმარების 10%–ზე მეტს უკვე ბიომასა უზრუნველყოფს;

•თანამედროვე ტექნოლოგიებით მოდერნიზებული ბიომასის პიროლიზური ღუმელები აქტიურად გამოიყენება ევროპული ქვეყნების ყოფაცხოვრებაში; პიროლიზის პრინციპი  ემყარება ორგანული ნაერთების თერმულ დაშლას ჰაერის გარეშე – უჰაეროდ:

•იმის გათვალისწინებით, რომ ეკოლოგიური ეფექტურობის EPI-ს რეიტინგში საქართველომ მხოლოდ 111-ე ადგილი დაიკავა და ხე-ტყის უკანონო ჭრის მასშტაბი ეკოლოგირი კატასტროფით გვემუქრება, ჩვენი კომპანიის პროგრამები სრულად პასუხობენ სახელმწიფო პოლიტიკას და მოსახლეობის ინტერესებს;

• საქართველოს მოსახლეობა, ყოველწლიურად, მხოლოდ საოჯახო მეურნეობისათვის, 5-6 მილიონ მ3 საშეშე მერქანს მოიხმარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება არა მარტო მისი ჭრის ლიმიტს (1 მლნ მ3), არამედ, მის საშუალო წლიურ ნამატსაც (4 მლნ მ 3 );

•თანამედროვე ტექნოლოგიებით მოდერნიზებული ბიომასის ღუმელები ძალზე აქტიურად გამოიყენება ევროპული ქვეყნების ყოფაცხოვრაში. ამის მიზეზი მისი ძალზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ეკონომიურად და ეკოლოგიურად გამართლებული საწვავის–ბიომასისგამოყენებაა;

•ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნორვეგია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ხის ჭრის მაჩვენებელი ნულამდე დავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად უკანონო ჭრისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედებისთვის კი 1000 ლარი, ვითარება არსებითად არ იცვლება, საზოგადოებრივი ცნობიერება არ შეესაბამება სადღეისო ვითარებას;

•თუ საქართველოში სანებართვო წესით იჭრება 600 000  მ3 ხე-ტყე, რჩება ნარჩენის სახით ტყეში 35%, ანუ, 210 000 მ3 . ამ რესურსის ბრიკეტით დაიზოგება 150 000 მ3 შეშა. ნარჩენისგან შესაძლებელია დამზადდეს 72 450 ტონა ბრიკეტი;

•1კგ შეშას ხეს შეუძლია 14-15 მჯ ენერგიის გამოყოფა წვისას თუკი წვის ეფექტურობა იქნება 100%. თუმცა, როგორც ნებისმიერი ტიპის საწვავის შემთხვევაში, ეფექტურობა 100%-ზე ნაკლებია და საშუალოდ 70%-ს შეადგენს (ე.ი. 1კგ ხე დაახლოებით 10 მჯ ენერგიას გვაძლევს). ხის პირდაპირი წვის უარყოფითი მხარე არის ჰაერის დაბინძურება. წვის პროცესში გამოიყოფა ნახშირორჯანგი, ჭვარტლი, კვამლი პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები. დამაბინძურებელი ნივთიერების გამოყოფის შესამცირებლად გამოიყენება ღუმელები, რომლებშიც ხე იწვის ძალიან მაღალ ტემპერატურაზე (600 გრადუსი ცელსიუსით). 1 კგ ბრიკეტი 4-5 კგ შეშას შეცვლის, ეკოლოგიურად სუფთაა, იაფია და ხელმისაწვდომი;

დაინტერესდით?

დაგვიკავშირდით