Minister’s visit to the factory in Pshavele

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრიკეტების დამამზადებელ შპს „კერას“ ესტუმრა და წარმოების პროცესს გაეცნო. მინისტრის განცხადებით სახელმწიფოსათვის პრიორიტეტულია ტყეზე ზეწოლის შემცირება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული საწვავი საშუალებების წარმოების განვითარებას შევუწყოთ ხელი.

 ბრიკეტი ტყეში არსებული ნარჩენებისგან მზადდება და 4-5-ჯერ მეტ სითბოს გამოყოფს, ვიდრე გამშრალი შეშა. მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სიმბოლურად ერთი შეკვრა ბრიკეტი, რომელიც მთელი წლის მარაგია, სოფელ ალვანის საბავშვო ბაღში მიიტანა.

 კახეთში ბრიკეტების საწარმოები, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორმა რევაზ ბეჟაშვილმა, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, სატყეო სააგენტოსა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსებმა, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.