Featured Items

გარდაბნის საჯარო სკოლა

შპს «კერა»-მ  სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, სამინისტროს ადმინისტრაციის ეკონომიკური დეპარტამენტის,  სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან  და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის დირექციასთან,  საქმიანი ურთიერთქმედებით, მიმდინარე წელს , ჩვენი კომპანიის საპილოტე პროგრამის ფარგლებში აღნიშნულ სკოლაში განხორციელდა  მყარი ბიოსაწვავით (ბრიკეტი) ინოვაციური გათბობის სისტემის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები .

თანამედროვე პიროლიზური როტაციული ღუმელებით  გათბობის  სისტემის მონტაჟის დასრულებისთანავე იგი უსასყიდლოდ გადაეცა სკოლას. სკოლას შეღავათიან ფასად მიეწოდა ჩვენი წარმოების 10 ტონა ქართული  ბრიკეტი.

გათბობის სისტემამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

Leave a Reply

Your email address will not be published.